速報APP / 生產應用 / ქართული კლავიატურა ჻ Anbani.ge

ქართული კლავიატურა ჻ Anbani.ge

價格:免費

更新日期:2017-04-02

檔案大小:4.3M

目前版本:1.0.4.Release

版本需求:Android 4.1 以上版本

官方網站:http://anbani.ge

Email:dev@anbani.ge

聯絡地址:隱私權政策

ქართული კლავიატურა ჻ Anbani.ge(圖1)-速報App

჻ გაითვალისწინეთ, რომ კლავიატურა შეიქმნა მხოლოდ ქართული ანბანის ენთუზიასტებისთვის და არ ითავსებს უნივერსალური კლავიატურის სხვადასხვა ფუნქციებს (ემოჯი, სიტყვების კარნახი...) რასაც სხვა თანამედროვე კლავიატურები უზრუნველყოფენ.

჻ ანბანის კლავიატურა იდეალურად მუშაობს Gboard-თან ერთად

* * *

Anbani.ge წარმოგიდგენთ - პირველ სრულ ქართულ კლავიატურას Unicode®-ის ყველა ქართული წარმოშობის სიმბოლოს მხარდაჭერით.

ანბანის კლავიატურის მიზანია ქართული ანბანის სრული ინტეგრაცია არსებულ ციფრულ რეალობაში. იგი შეიცავს სხვადასხვა სტილის როგორც ერთ-რეგისტრიან (უნიკამერულ) ისევე ორ-რეგისტრიან (ბიკამერულ) გაწყობებს, რომლებიც დღესდღეობით გამოიყენება და აქამდე არ არსებობდა მობილური მოწყობილობების მხარდაჭერა.

"ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა" - ამ დევიზით შევიდა ქართული ანბანი იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობათა რიგებში. ანბანის კლავიატურაც სწორედ იმ ქართველი ენთუზიასტებისთვისაა, რომელთა სურვილია ამ კულტურის მთლიანობის დაცვა და ხელშეწყობა.

ანბანის კლავიატურის ღირსშესანიშნაობები

჻ სრული ქართული ანბანის პაკეტი

ქართული კლავიატურა ჻ Anbani.ge(圖2)-速報App

჻ მაქსიმალურად გამარტივებული საინსტალაციო პროცესი (დეტალური ვიდეო ინსტრუქციით)

჻ მატერიალური დიზაინის სასიამოვნო იერი

჻ გამორჩეული სიმჩატე და წარმადობა ძველ ანდროიდ მოწყობილობებზეც კი

ანბანის კლავიატურა შეიცავს შემდეგ გაწყობებს

჻ სრული მხედრული

჻ ასომთავრული

჻ სასწავლო ასომთავრული - პატარა მხედრული აღნიშვნებით (იხ. სურათებში)

჻ სასწავლო ნუსხური -

ქართული კლავიატურა ჻ Anbani.ge(圖3)-速報App

჻ ლათინური

჻ კირილიცა (რუსული)

ანბანის მეშვეობით შესაძლებელია ორ-რეგისტრიანი (ბიკამერული) წერაც. მაღალი რეგისტრი აქტიურდება Shift ⬆ ღილაკით.

჻ ასომთავრულ-მხედრული (შანიძისეული - Ⴀნბანი)

჻ ასომთავრულ-ნუსხური (ხუცური - Ⴀⴌⴁⴀⴌⴈ)

ანბანის კლავიატურა აღჭურვილია ძველ-ქართული და მეგრულ-ლაზურ-სვანური სიმბოლოებითაც. მათი აქტივაცია ნებაყოფლობითია კლავიატურის პარამეტრებიდან.

თუ დამატებითი კლავიატურების აქტივაციისას შეგექმნებათ პრობლემა, მიმართეთ "ვიდეო ინსტრუქციას" (მთავარი მენიუდან) ადაპტირებული თქვენი ოპერაციული სისტემისთვის. ფუნქციური კლავიშების შესაძლებლობების სანახავად გახსენით "ღილაკების აღწერა".

❗ Huawei-ის ზოგიერთი მოდელის კლავიატურის სისტემური იმპლემენტაცია არასრულია რის გამოც ანდროიდ სტანდარტების კლავიატურები სწორად არ მუშაობენ (Gboard, AOSP Keyboard). ანბანის კლავიატურა ანდროიდ სტანდარტების მიხედვითაა აგებული რის გამოც დამატებითი კლავიატურების არჩევისას მენიუ ცარიელია. სამწუხაროდ, პრობლემის სტანდარტული გადაწყვეტა ჯერ-ჯერობით არ არსებობს.

ქართული კლავიატურა ჻ Anbani.ge(圖4)-速報App

჻ პროექტის ავტორი - გიორგი გაჩეჩილაძე © anbani.ge

჻ კითხვებისა და კლავიატურის დახვეწის რჩევების შემთხვევაში დამიკავშირდით

ქართული კლავიატურა ჻ Anbani.ge(圖5)-速報App